„შენ ზედმეტად ბევრს მუშაობ“, - საუკეთესო რჩევა ფერგისგან და კარიერის გოლი
Aa
Aa

„შენ ზედმეტად ბევრს მუშაობ“, - საუკეთესო რჩევა ფერგისგან და კარიერის გოლი

უეინ რუნი The Times-სს ესაუბრა და მისი კარიერიდან ორი მნიშვნელოვანი მომენტი გაიხსენა. „შრეკმა“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი საუკეთესო გოლი დაასახელა და ალექს ფერგიუსონის აუკეთესო რჩევა გაიხსენა.

„როდესაც მეკითხებიან, თუ რომელია ჩემი საუკეთესო გოლი, ყოველთვის ვპასუხობ, რომ „სიტის“ კარში გატანილი მაკრატელა, თუმცა ეს გახლდათ საშემსრულებლო ოსტატობა. გოლი რომელიც „უიგანის“ კარში გავიტანე ჩემთვის საუკეთესოა - გუნდური მუშაობა, ბურთის კონტროლი და ზუსტი დარტყმა, რომელიც ცოტას თუ ახსოვს.

რაფაელმა მარჯვენა ფლანგი გაჭრა, მე კი დრო იდეალურად შევარჩიე - ცენტრალურ მცველს დავასწარი და დარტყმა მეკარისთვის აუღებელი გამოდგა“.

მიუხედავად უამრავი გოლისა, რუნი კლასიკური გაგებით 9 ნომერი არ ყოფილა. ის თავს ცენტრფორვარდად არ თვლიდა. ყოველთვის უფრო სიღრმიდან მოქმედებდა. „შრეკის“ თქმით, მის კარიერაში ყველაზე კარგი რჩევა სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

„საქმესთან ერთად წვრილმანებსაც ასწავლიან. საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მიმიღია ფერგის ეკუთვნის. მან მითხრა: „შენ ზედმეტად ბევრს მუშაობ“. თავიდან ვიფიქრე, რომ რას გულისხმობდა ის. მასაც ხომ ეს უნდოდა ჩემგან.

მთელი მატჩის განმავლობაში გაუჩერებლად დავრბოდი, ბოლო 10 წუთი კი ძალიან დაღლილი ვიყავი.

სერ ალექსი გვეუბნებოდა, რომ ფორვარდებს მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტი დრო გაგვეტარებინა, რადგან გოლის გატანის შანსი შესაძლოა 90-ე წუთამდე არ მოგვცემოდა - „ფერგი თაიმი“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები