ჩაკვეტაძე თბილისში ველოსიპედით მოძრაობისას დააჯარიმეს
პანდემიის გამო ბელგიიდან საქართველოში დაბრუნებულ გიორგი ჩაკვეტაძეს უსიამოვნო ფაქტი შეემთხვა. ველოსიპედით მოძრაობისას 20 წლის ქართველი ტალანტი პატრულ-ინსპექტორმა გოჩა არველაძემ გააჩერა და დააჯარიმა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა Instagram-ის Story-ზე ფოტო ატვირთა წარწერით: ''ველოსიპედით არ იაროთ ხალხო, ''ლიშენიაა,'' ვაახ რა გვეშველება.''

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები ჩაკვეტაძის დაჯარიმებასთან კავშირში არაა, რადგან ველოსიპედის ტარება ნებადართულია.
გიორგი ჩაკვეტაძე დააჯარიმეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებს შემდეგს:
''საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა.''
ბელგიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე ველოსიპედით ხშირად მოძრაობს. ახლახანს ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ Instagram-ში ვიდეო ატვირთა.
View this post on Instagram
მასალაში გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო