დავით მუჯირი
Aa
Aa

მუჯირმა დაადასტურა - საქართველოს თასის გათამაშების ფორმატში ცვლილებაა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე გუნდების განთესვა მოხდება – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომის შემდეგ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.

აღმასკომზე დამტკიცდა საქართველოს 2026 წლის საშეჯიბრო და სკოლების კატეგორიზაციის დებულებები. ამას გარდა, აღმასკომის წევრებს ეროვნული ლიცენზირების შედეგები გააცნეს.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ფორმატში, 2026 წლიდან გუნდების განთესვის სისტემა ამოქმედდება და გათამაშების დაწყებამდე სატურნირო ბადე შედგება.

„სიახლე გვაქვს საქართველოს თასის გათამაშებაში. დაპირისპირებები კვლავ ერთმატჩიანი იქნება, მაგრამ მოხდება გუნდების განთესვა – წილისყრა წელიწადში ერთხელ შედგება, ბადე დასაწყისშივე იქნება ცნობილი და გუნდებს პოტენციური მეტოქე თავიდანვე ეცოდინებათ.

დამტკიცდა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დებულება. ამ პროექტით სკოლები 4 კატეგორიად არიან დაყოფილნი და ეს არც წელს შეიცვლება.

კლუბებს ლიცენზირების შედეგები გავაცანით – ეროვნული ლიგის ყველა წარმომადგენელმა ეს პროცესი წარმატებით გაიარა. ლიცენზიები მიიღეს ასევე დაბალი ლიგებისა და ქალთა ლიგის გუნდებმა“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

წყარო - 1TV 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები