''ბოდიში პოლ დიკოვ'' - ''ქინქის'' საოცარი პასები ''პორტ ვეილთან''
Aa
Aa

''ბოდიში პოლ დიკოვ'' - ''ქინქის'' საოცარი პასები ''პორტ ვეილთან''

''მანჩესტერ სიტიმ'' გიორგი ქინქლაძის შესანიშნავი პასი გაიხსენა. 1996-97 წლების სეზონში ''ქალაქელები'' რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდნენ. ''პორტ ვეილთან'' შეხვედრაში ქინქლაძემ პოლ დიკოვის მისამართით შესანიშნავი გადაცემა შეასრულა, მთელი დაცვის ხაზი ''მოჭრა'' და ქართველის მსგავსად შოტლანდიელმა პოლ დიკოვმაც ძალიან ტექნიკურად ითამაშა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

''მან. სიტის'' Twitter-ის გვერდმა დიკოვს ხუმრობით მიმართა: ''ბოდიში პოლ დიკოვ, დიდი ხანი დაგვჭირდა არქივში ამ კადრის პოვნა.''

გოლის ეპიზოდში შეტევაში ჩართული მიხეილ ყაველაშვილიც იყო, თუმცა ქინქლაძემ გადაცემის გაკეთება დიკოვის მისამართით გადაწვიტა.

ამავე მატჩში ქინქლაძემ კიდევ ერთი ბრწყინვალე გადაცემა შეასრულა, რომელიც უვე რიოსლერის გოლით დასრულდა. მატჩი ''მან. სიტიმ'' 2:0 მოიგო.

მიხეილ ყაველაშვილი ინგლისურ კლუბში 1996-97 წლებში ასპარეზობდა. ყაველაშვილი ინგლისურ კლუბში 1996 წლის დასაწყისში გადავიდა და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში ერთადერთი გოლი ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ''მეინ როუდზე'' გაუტანა.

''ქინქი'' ''მანჩესტერ სიტიში'' 1995-98 წლებში ასპარეზობდა. პრემიერლიგაში ''ქალაქელების'' მაისურით მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. 1995-96 წლებში ქინქლაძემ პრემიერლიგის 37 მატჩში 4 გოლი შეაგდო, შემდეგ კი გუნდი არ დატოვა და რანგით მეორე ლიგაში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები