ატლეტიკო, იან ობლაკი, ალექსანდრ სორლოტი
Aa
Aa

ობლაკის საგოლე პასი და სორლოტის ჰეთ-თრიკი | ატლეტიკო 1/8-ფინალშია

ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში მადრიდის ატლეტიკომ ბრიუგეს უმასპინძლა, 4:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

გულშემატკივრებმა მხიარული დაპირისპირება იხილეს. ანგარიში 23-ე წუთზე სორლოტმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელმა იან ობლაკის ზუსტი და გამოზომილი პასი გამოიყენა.

36-ე წუთზე ორდონეზმა გაისროლა, წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს და უკვე 48-ე წუთზე კარდოსომ ატლეტიკო დააწინაურა. 76-ე წუთზე სორლოტმა დუბლი შეასრულა და როხიბლანკოს უპირატესობა სოლიდური გახადა.

საბოლოო წერტილი კვლავ ნორვეგიელმა დასვა, რომელმაც 87-ე წუთზე ჰეთ-თრიკი მიითვალა და 4:1 დააფიქსირა. დიეგო სიმეონეს გუნდი მერვედფინალში ითამაშებს.

ცნობისთვის, როხიბლანკოს სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში ლივერპული და ტოტენჰემი არიან. ყველაფერი წილისყრის შედეგად გაირკვევა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    კურტუა: “როგორც რასიზმი, ისე ჰომოფობიაც სრულიად მიუღებელია“
    კურტუა: “როგორც რასიზმი, ისე ჰომოფობიაც სრულიად მიუღებელია“