''აირჩიე სამი საუკეთესო'' - პეტრიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ფალავანთა შორის
Aa
Aa

''აირჩიე სამი საუკეთესო'' - პეტრიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ფალავანთა შორის

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების, UWW-ის Twitter-ზე მსოფლიოს საუკეთესო ფალავანთა გამოვლენისთვის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ქომაგებმა არჩევანი 9 ფალავანს შორის უნდა გააკეთონ, მათ შორისაა თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

''აირჩიე სამი საუკეთესო'' - ასეთია მინაწერი 9 საუკეთესო ფალავნის ფოტოზე, რომელთა შორის პეტრიაშვილს პირობითად პირველი ნომერი აქვს მინიჭებული.

გორში დაბადებული გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს სამზგის ჩემპიონია, გასული წლებიდან გამომდინარე 125 კგ. წონით კატეგორიაში პეტრიაშვილი დომინირებს. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი 2017, 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.

ამ ეტაპზე გამოკითხვაში ათასზე მეტმა ქომაგმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები