Aa
Aa

Rogers Cup-იც გაუქმდა - მონრეალში ჩოგბურთელები 2021 წლამდე აღარ ჩავლენ

არაერთი ტურნირისა და უიმბლდონის გაუქმების შემდეგ, ქალთა შორის გასამართი Rogers Cup-ის გაუქმების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

მონრეალში გასამართი WTA-ს ტურნირი, რომელიც პრესტიჟულია და პრემიერის კატეგორიის გახლავთ, 7-დან 16 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ წელს გათამაშება არ შედგება და ადგილობრივ გულშემატკივარს მოცდა 2021 წლის ზაფხულამდე მოუწევს.

„Covid-19-ის გავრცელების საწყის პერიოდში ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ვითარება დროულად გამოსწორდებოდა და ჩვენს ტურნირს დაგეგმილ დროს ჩავატარებდით, მაგრამ შევცდით და, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია“, - აცხადებს Rogers Cup-ის დირექტორი, ეუჟენ ლაპიერი.

შეგახსენებთ, რომ ქალთა და მამაკაცთა ჩოგბურთში პაუზა ოფიციალურად 7 ივნისამდეა გამოცხადებული, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვადა კიდევ გადაიწევს. სპეციალისტთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, ჩოგბურთს 2020 წელს საერთოდ ვეღარ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები