NHL-ის 25 წლის ჰოკეისტი გარდაიცვალა
Aa
Aa

NHL-ის 25 წლის ჰოკეისტი გარდაიცვალა

NHL-ის კლუბ ''ედმონტონ ოილერსის'' ჰოკეისტი კოლბი ქეივი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. კანადური მედიის ცნობით სპორტსმენი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

ქეივის აგენტის თქმით სპორტსმენის სიკვდილი კორონავირუსთან კავშირში არაა.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ:''კოლბი ქეივის ოჯახმა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია შეგვატყობინა. კოლბის გარდაცვალება ძალიან სამწუხარო, შემზარავი ფაქტია. თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა ლოცვისთვის და გვერდში დგომისთვის. მშვიდობით განისვენე კოლბი.''

კოლბი ქეივი 6 აპრილიდან კომაში იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კოლბი ქეივი პროფესიონალებში 2017-18 წლების სეზონიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში კოლბიმ 11 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები