Aa
Aa

შარაპოვას მინი აქცია - 40 საათში 2.2 მილიონი მესიჯი მიუვიდა

ჩოგბურთის რუსმა ვარსკვლავმა, მარია შარაპოვამ რამდენიმე დღის წინ საკუთარი ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. იგი ამბობდა, რომ ნებისმიერ მსურველს, შეუძლია, მიწეროს და მისთვის საინტერესო თემაზე დაელაპარაკოს.

შარაპოვას მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებული გუშინდელი პოსტის მიხედვით, მას ბოლო 40 საათში 2.2 მილიონი მესიჯი მიუვიდა. როგორც 32 წლის რუსი ამბობს, მსოფლიო პანდემია ყველასთვის საერთო პრობლემაა, ამიტომ ყველა ადამიანები ერთიანები უნდა იყონ, ამ მინი აქციის არსი და მიზანიც სწორედ ესაა.

კარიერის დასრულების შემდეგ შარაპოვას მსგავსი აქტივობებისთვის, მით უმეტეს, დიდი დრო აქვს. მან ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ 26 თებერვალს გამოაცხადა.

მარია შარაპოვამ პროფესიონალურ ჩოგბურთში 19 წელი გაატარა და WTA-ის 36 ტიტული მოიგო, მათ შორის 5, დიდი სლემის ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები