ბასილაშვილი პრაღის "ჩელენჯერის" 1/4 ფინალშია!
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პრაღაში მიმდინარე "ჩელენჯერზე" 1/4 ფინალში გააღწია.
ქართველმა, დღეს, ვეტერანი ბრაზილიელი, ანდრე გემი, საკმაოდ მარტივად, 6:3 6:4 დაამარცხა.
1/4 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე, 19 წლის ადგილობრივი, ზდენეკ კოლარი იქნება, რომელთანაც ნიკა პირველ ურთიერთშეხვედრას ჩაატარებს.
ჩეხმა 1/8 ფინალში, გამოცდილი ესპანელი, დანიელ ხიმენო-ტრავერი, მოულოდნელად, ძალიან ადვილად დაამარცხა - 6:0 6:3.
კოლარის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი, დიდი ალბათობით, 1/2 ფინალურ სტადიაზე, სლოვაკ, მარტინ კლიჟანს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ნიკოლოზმა, ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში, თავისი კარიერის პირველი ATP-ს ტურნირის ფინალი ითამაშა, რომელშიც იტალიელ, პაოლო ლორენცისთან დამარცხდა.