კობი, დანკანი და გარნეტი NBA-ს დიდების დარბაზში
Aa
Aa

კობი, დანკანი და გარნეტი NBA-ს დიდების დარბაზში

4 აპრილს, NBA-მ 2020 წლის დიდების დარბაზის სია გამოქვეყნა, რომელშიც კობი ბრაიანტი, კევინ გარნეტი, ტიმ დანკანი და ტამიკა კეტჩინგსი მოხვდნენ.

დიდების დარბაზში ასევე მოხვდნენ მწვრთნელებიც: ბარბარა სტივენსი, კიმ მალკი, ედი სატონი და დარუდი ტომიანოვიჩი. ასევე, მენეჯერი პატრიკ ბაუმანი.

როგორც მოგეხსენებათ, „შავი მამბა“ იანვარში თავის ქალიშვილ ჯიჯისთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა და 2020 წლის ცერემონია განსაკუთრებით მძიმე და ემოციური იქნება, რომელიც აგვისტოში გაიმართება.

„გულს მიკლავს ის ფაქტი, რომ კობი ცერემონიას თავად ვერ დაესწრება და დამსახურებულ აღიარებას ვერ მიიღებს“, - განაცხადა მეჯიქ ჯონსონმა.

აქვე გეტყვით, რომ ცერემონია შესაძლოა გადაიდოს, რადგან არავინ იცის რა მდგომარეობა იქნება აგვისტოში კორონავირუსთან დაკავშირებით.

დღეის მონაცემებით აშშ-ში უმძიმესი მდგომარეობაა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 305,934    გახლავთ, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 8,306, ჯამში 14,686 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები