კოვიდ-19 | ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი ინფიცირებულია
Aa
Aa

კოვიდ-19 | ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი ინფიცირებულია

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა.

57 წლის კარდონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება სიმპტომებს, მათ შესახებ ინფორმაცია დაზუსტებით არ ვრცელდება, თუმცა დაიწერა, რომ ისინი საგანგაშო არ არის.

„ბარსელონაში“ ეს უკვე დაინფიცირების მე-3 შემთხვევა გახლავთ. კარდონერამდე ვირუსი კლუბის სამედიცნიო სამსახურის დირექტორს რამონ კანალსა და ხელბურთელთა გუნდის ექიმს ხოსეპ ანტონი გუტიერესს დაუდგინდათ.

სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მონაცემებით დამაკმაყოფილებელია. საგულისხმოა კარდონერის შემთხვევა, რადგან მას კლუბის თანამშრომლებთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. სავარაუდოდ, კარანტინში მოთავსება რამდენიმე ათეულ ადამიანს მოუწევს.

ესპანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. 3 აპრილს ქვეყანაში 850 ადამიანი გარდაიცვალა, 4 აპრილის არასრული მონაცემებით კი უკვე 546 ადამიანია გარდაცვლილი. ჯამში დაინფიცირების 124,736 შემთხვევაა დაფიქსირებული, ქვეყნის მასშტაბით 11,744 ადამიანი გარდაიცვალა, სულ კი 34,219 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები