ფეხბურთელები, რომელთაც
Aa
Aa

ფეხბურთელები, რომელთაც "ევრო 2020"-ის გადადება გაუხარდათ

მსოფლიო პანდემიის გამო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა  კორონავირუსი ფეხბურთის ყველაზე დიდი კრიზისად დაასახელა.

თუმცა, არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებსაც ეს ამბავი გაუხარდათ. ვნახოთ, ვინაა ასეთი და რატომ გაუხარდა "ევრო 2020"-ის გადადება.

ჰარი კეინი და მარკუს რაშფორდი

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა იანვარში ოპერაცია გაიკეთა და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა. მარტის ბოლოს თავდამსხმელმა ბურთით ვარჯიში კი გაანახლა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ის სრულ მზადყოფნაში და რაც მთავარია, როდის მოუწევს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა.

მანჩესტერ „იუნაიტედის“ შემტევიც იანვარში დაშავდა. ფეხბურთელს ზურგის ტრავმა აწუხებს. სულშერი მის დაბრუნებას თასის ფინალისთვის გეგმავდა, რომელიც 23 მაისს უნდა გამართულიყო. მეორე მხრივ, ბევრი იწერებოდა იმაზეც, რომ რაშფორდი ევროპირველობისთვის სათანადოდ მომჯობინებასა და ფორმაში ჩადგომას ვერ შეძლება.

უსმან დემბელე

მიმიდნარე სეზონში ფეხბურთელმა „ბარსელონას“ რიგებში მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა. თებერვლის დასაწყიში ტრავმა მოიშუშა, მაგრამ მალევე ვარჯიშზე კუნთი გაიწყვიტა. ფრანგ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს და ის საყვარელი სპორტის თამაშს მინიმუმ 6 თვე ვერ შეძლებდა. ბუნებრივია, ეს ნიშნავდა, რომ დემბელესთვის "ევრო 2020"-ზე წასვლაზე საუბარი დასრულებული უნდა ყოფილიყო.

მემფის დეპაი

„ლიონის“ ფეხბურთელი კარიერის საუკეთესო ფორმაში იყო. საფრანგეთის ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე თავი 5-ჯერ გამოიჩინა. დეკემბერში კი ჯვარდენი იოგები გაიწყვიტა და ოპერაციის გაკეთება მოუწია. ნიდერლანდელი შემტევი განსაკუთრებული რეჟიმით ვარჯიშობდა, რათა ზაფხულისთვის მომზადებული ყოფილიყო, თუმცა გამოიღებდა თუ არა ეს მონდომება შედეგს, ძნელი სათქმელია.

ნიკლას ზულე

მიუნხენის "ბაიერნის" ტანმაღალმა მცველმა ტრავმა ოქტომბერში მიიღო. მან ვარჯიში მარტის შუა რიცხვებში განაახლა, მაგრამ პანდემიის გამოცხადებამდე სრული დატვირთვა მიღებული არ ჰქონდა. ბუნდესლიგა შეჩერებულია, 24 წლის უკანახაზელს კი ფორმაში ჩასადგომად იმაზე მეტი შრომა მოუწევს, ვიდრე წარმოედგინა.

ედენ აზარი

ბელგიელმა ვარსკვლავმა 26 ნოემბერს, პსჟ-სთან მატჩისას ტრავმა მიიღო და 16 თებერვლამდე მოედანზე არ გასულა, თებერვლის ბოლოს კი, "ლევანტესთან" მატჩისას, ისევ დაშავდა და აშშ-ში ოპერაცია გაიკეთა. რეაბილიტაციის პერიოდად 2-3 თვე სახელდებოდა, ასე რომ, როგორ ფორმაში იქნებოდა, ედენი "ევრო 2020"-ისთვის, არავინ იცის.

 "რეალის" 29 წლის შემტევს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლი და 4 ასისტი ჰქონდა აქტივში, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 5 შეხვედრაში კი თავი მხოლოდ 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

ნიკოლო ძანიოლო

„რომას“ 20 წლის ფეხბურთელის პროგრესის სწრაფ ტემპებს ევროპული გრანდებიც ამჩნევდნენ და მის თავიანთ რიგებში ხილვის სურვილსაც გამოთქვამდნენ. ნიჭიერმა ძანიოლომ სერია A-ს ამ სეზონის 18 თამაშში 4 გოლი მიითვალა, იანვარში კი უმძიმესი ტრავმა მიიღო.

12 იანვარს, "იუვენტუსთან" საშინაო მატჩისას ნიკოლომ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა და ტრავმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საყვარელ სპორტს 8-9 თვით ჩამოშორდა. შესაბამისად, მისი ევროპირველობაზე თამაშის შანსი 0-ის ტოლი გახლდათ. ახლა კი ძანიოლო დაზიანებას მშვიდად მოირჩენს, რის შემდეგაც ფორმის დაბრუნებას შეეცდება, რამაც, წესით, ნაკრების კარიც ისევ უნდა გაუხსნას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები