ბოიკოტი მატჩებს - ბელარუსში ქომაგები ჩემპიონატის შეწყვეტას ითხოვენ
Aa
Aa

ბოიკოტი მატჩებს - ბელარუსში ქომაგები ჩემპიონატის შეწყვეტას ითხოვენ

Tribuna.com-ის ინფორმაციით, ბელარუსის ჩემპიონატის წამყვანი გუნდების გულშემატკივრები კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩების გამართვის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

„ბატეს“, მინსკის „დინამოს“,  „ნემანისა“ და „შახტიორის“ ქომაგებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრებზე დასწრებას აღარ აპირებენ. მათ სხვა გუნდის ფანებს მოუწოდეს მათი პოზიცია გაიზიარონ და ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციას ჩემპიონატის შეწყვეტა მოსთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბელარუსში ჰოკეის მატჩებიც ტარდება და მაყურებელს ნებისმიერ შეხვედრაზე შეუძლია დასწრება.

დღევანდელი მონაცემებით, ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების 163 შემთხვევაა დაფიქსირებული. Covid-19-ით 2 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსი კი, 53-მა ადამიანმა დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ პრესაში არაოფიციალური მონაცემებიც ვრცელდება, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში Covid-19-ით 215-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები