Aa
Aa

"დროა ბრინჯაოს მედალი ოქროთი შეცვალოს" - გენო პეტრიაშვილი UWW-ის რეიტინის სათავეშია

ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ოლიმპიური თამაშებისათვის მსოფლიოს რეიტინგის მიხედვით განთესილთა სია გამოაქვეყნა.

ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ქართველი გენო პეტრიაშვილი უდავო ლიდერებშია და უახლოეს მდევრებს დიდი უპირატესობით უსწრებს. გენოს 80 ქულა აქვს, რაც პრინციპულ მეტოქე თურქ ტაჰა აკგულის მაჩვენებელზე 40 ქულით მეტია.

გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის დაპირისპირება სათავეს 2013 წლიდან იღებს. უკვე 6 წელია, ყველა პრესტიჟულ შეჯიბრებას, მხოლოდ ეს მოჭიდავეები იგებენ. მიმდინარე წლის დასაწყისში აკგულმა მხრის ტრავმა მიიღო და ამით, კონკურენტს ხელ-ფეხი სრულად გაუხსნა. პეტრიაშვილმა შანსი კარგად გამოიყენა და რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი არავის დაუთმო. რეიტინგში ლიდერობა ქართველ ფალავანს კარგ შანსს აძლევს, რომ რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი იაპონიაში ოქროთი შეცვალოს.“ - წერია ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ვებგვერდზე.

ასევე გეტყვით, რომ დღეს მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 2-გზის ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს 26 წელი შეუსრულდა. Crystalsport.ge-ის რედაქცია ულოცავს მას დაბადების დღეს და წარმატებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები