dailystar: 42 მილიონი ევრო და "იუნაიტედი" მორიგ ტრანსფერთან ახლოსაა!
ბრიტანული პრესის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი", მორიგ, ძვირიან ტრანსფერთან ახლოსაა.
dailystar-ის თქმით, "წითელი ეშმაკები", ბრაზილიურ "პალმეირასთან", გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერზე ლაპარაკობენ და უახლოეს დღეებში, მის სანაცვლოდ 42 მილიონიან შეთავაზებასაც გააკეთებენ.
19 წლის ჟესუსის საკუთარ რიგებში ხილვა, მეორე მანჩესტერულ კლუბს, "სიტისაც" სურს.
მომზადებულია dailystar.co.uk-ის მიხედვით