დინამო ბათუმი, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

საქართველოს თასი | ბათუმის დინამომ ტორპედოს მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამოს უმასპინძლა.

აჭარულმა გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში 4:2 გაიმარჯვა. გულშემატკივრებმა მხიარული და მომენტებით დახუნძლული მატჩი იხილეს.

ანგარიში მე-11 წუთზე პენალტის ნიშნულიდან მარამ გახსნა, რასაც 35-ე წუთზე ანდრიჩმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, დიეგო დეისაძემ გაისროლა და ქუთაისელებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

მეორე ნახევარში ჭიაბრიშვილის გუნდი გააქტიურდა და არაერთი მომენტი შექმნა. 77-ე წუთზე იმრანმა გაათანაბრა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

94-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ბუკია გააძევა ტორპედო 10 ფეხბურთელით დარჩა. 103-ე წუთზე ტორპედოს კარში პენალტი დაინიშნა, ბურთთან მარა მივიდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. საბოლოო წერტილი, ბოლო წუთზე მაურიდესმა დასვა და 4:2 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ბათუმის დინამო, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში გორის დილას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები