Aa
Aa

ფრანგული სატელევიზიო არხის შეცდომა, „ირანელი მესი" და ბარსას ჩე

ფრანგულ სატელევიზიო არხს, M6-ს კურიოზული შეცდომა მოუვიდა და ლიონელ მესის ნაცვლად მისი ირანელი ორეულის ფოტო გამოიყენა. ერთ-ერთი გადაცემისას წამყვანი „ლა პულგასა“ და როჯერ ფედერერის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილ თანხებზე საუბრობდა, ფონზე კი, შვეიცარიელი ჩოგბურთელის მხარდამხარ რეზა პარასტეში ჩანდა.

M6-ის მიერ დაშვებულ შეცდომას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კომენტარი ირანელმა მესიმაც გააკეთა. ამ უკანასკნელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გადაცემის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა: „ფრანგულმა ტელეარხმა მესის ფოტოს მაგივრად, ჩემი ფოტო გამოიყენა“.

აქვე იმასაც გეტყვით, საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში „ლა პულგას“ კიდევ ერთი ფოტო მოექცა. ფრანგულმა გამოცემა, L'Equipe-მა დღევანდელი ნომრის გარეკანზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მესი ცნობილი არგენტინელი რევოლუციონერის, ერნესტო ჩე გევარას ვარცხნილობითა და ქუდითაა გამოსახული. L'Equipe-მა ფოტოს წარწერაც დაურთო - ლიონელ მესი, ბარსას ჩე.

ფრანგულმა გამოცემამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „ლა პულგამ“ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით, ფეხბურთელებზე ზეწოლის განხორციელების გამო, გააკრიტიკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები