ცქიტიშვილი: ''ბერები კელიებში წლობით ლოცულობენ და ჩვენ ორი კვირა ვერ ვძლებთ?''
Aa
Aa

ცქიტიშვილი: ''ბერები კელიებში წლობით ლოცულობენ და ჩვენ ორი კვირა ვერ ვძლებთ?''

''დენვერის'' ყოფილმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ტელეკომპანია ''იმედზე,'' გადაცემა ''სპორტი იმედზეს'' ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ  მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. 36 წლის ცქიტიშვილი საზოგადოებას რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.

''ამ ყველაფერმა კიდევ უფრო შეცვალა ჩემი მდგომარეობა ოჯახში. ზოგადად ოჯახის ძალიან მოყვარული ვარ, მაგრამ ახლა ასეთ ვითარებაში ოჯახში კიდევ უფრო მოფუსფუსე გავხდი. შესაძლოა ცოტა ცუდად გამომდის, მაგრამ ამ ვითარებას შეეფერება გამოთქმა ზოგი ჭირი მარგებელიაო.

სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში მძიმე ვითარებაა, ბევრი გარდაიცვალა, ზოგი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმები ხალხის გადარჩენას ცდილობენ.

დღეს სახლში დარჩენა ერთადერთი გამოსავალია, დარჩით ოჯახებში, მოესიყვარულეთ ერთმანეთს. ეს პერიოდი შეიძლება მაქსიმუმ ორი კვირა გაგრძელდეს.

ვირუსს სიარული არ შეუძლია, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთი დააინფიცირონ. ამიტომაც უნდა დავრჩეთ სახლში, უფრო ელემენტარული რა უნდა იყოს.

მიკვირს როცა ქალაქში ზოგჯერ გადატვირთული მოძრაობაა. ხალხი უძლებს წლობით ციხეში ყოფნას, სასულიერო პირები, ბერები კვირაობითა და წლობით კელიებში ლოცულობენ და ნუთუ ორი კვირა არ შეგვიძლია ამ ყველაფერს პატივი ვცეთ და რეკომენდაციები ერთმანეთის გადარჩენისთვის გავითვალისწინოთ.

ხალხო გაერთეთ სახლში, იღადავეთ, იცინეთ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები