Aa Aa
28 მარტი 2020  |  21:17

როისის ღირსეული ჟესტი | ნახევარი მილიონი მცირე საწარმოებს

კორონავირუსმა დარტყმა ბევრ სფეროს მიაყენა, მათ შორის ბიზნესსაც. გერმანიაში განსაკუთრებით დაზარალდა მცირე ბიზნესი, რომლის დახმარების ინიციატივით გამოვიდა მარკო როისი.

„ბორუსიას“ ლიდერი თავისი მშობლიურ ქალაქ დორტმუნდში არსებულ მცირე ბიზნესებს დახმარების ხელს უწვდის და საზოგადოებას მხარში დგომას სთხოვს.

როისმა თავისი ანგარიშიდან ნახევარი მილიონი ევრო უკვე გამოყო, ამჯერად კი ხალხს მიმართავს:

„აქ არის ბევრი მცირე ბიზნესი, რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს, მაგალითად, სალონები და რესტორნები, რომლებიც ასეთ პატარა ქალაქებს უნიკალურს ხდის.

მათ, ამჟამად ამ მძიმე სიტუაციაში არსებობა უჭირთ. ვიყოთ სოლიდარულები და გავიღოთ დახმარება, მხარი დავუჭიროთ მათ. კორონავირუსთან ბრძოლაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და ერთი მთლიანნი უნდა გავხდეთ.

მჯერა, რომ სხვა ადამიანებთან ერთად გავიმარჯვებთ, რომლებსაც ასევე სურთ თავიანთ ქალაქს დაეხმარონ“.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გერმანული გუნდები, მიუნხენის ''ბაიერნი'', ''დორტმუნდი", ''ლევერკუზენი'' და ''ლაიფციგი'' 20 მილიონი ევროთი დაეხმარებიან გუნდებს, რომლებსაც პანდემიის გამო ფინანსური კრიზისის წინაშე დადგებიან.

აღნიშნული კლუბები გეგმავენ, დაეხმარონ როგორც ბუნდესლიგის, ასევე მეორე ბუნდესლიგის კლუბებს. გერმანული მედია კლუბების გადაწყვეტილებას უპრეცედენტო სოლიდარობას უწოდებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები