იარაბეკი:
Aa
Aa

იარაბეკი: "შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია"

"ჩემპიონთა ლიგის" მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის, პირველი მატჩის წინ, თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა, ხორვატ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"თქვენ ფავორიტები ხართ და მატჩი მოსაგები გაქვთ, ეს კი, გარკვეულწილად, წნეხია. ჩვენც გვაქვს კოზირები და ეს შეხვედრისას გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ მეოთხე ეტაპზე გასვლა შეგვიძლია". - განაცხადა პრესკონფერენციისას იარაბეკმა. 

შეგახსენებთ, რომ თამაში, ზაგრებში, ორ "დინამოს" შორის, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" შემოგვთავაზებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები