პრინც ჩარლზთან შეხვედრის გამო ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციაშია
Aa
Aa

პრინც ჩარლზთან შეხვედრის გამო ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციაშია

მოკრივე ენტონი ჯოშუა თვითიზოლაციაშია. მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი ''რესპუბლიკის დღის'' ზეიმზე დიდი ბრიტანეთის პრინც ჩარზლს შეხვდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. შეხვედრიდან უკვე 16 დღე გავიდა.

ჯოშუას წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მოკრივე თავს კარგად გრძნობს და რეკომენდაციებს ითვალისწინებს: ''მისი სურვილია, ყველა ინფიცირებული სწრაფად გამოჯანმრთელდეს. ჯოშუა ყველა იმ პირის მადლიერია, ვინც პანდემიის წინა ხაზზე ადამიანთა გადარჩენისთვის იბრძვის.''

მიმდინარე კვირის დასაწყისში ვიდრე პრინც ჩარლზის დაინფიცირების შესახებ საზოგადოება შეიტყობდა, მოკრივემ სოციალურ ქსელში დაწერა: "პატივისცემას გამოვხატავ ადამიანების მიმართ, რომლებიც სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. პატივს გცემთ, თქვენ მიმართ მადლიერნი ვართ, გაფასებთ და მოკრძალებას გამოვხატავთ.''

IBF-ის, WBA-სა და WBO-ს ჩემპიონმა ქამარი 20 ივნისს ბულგარელ კუბრატ პულევთან ბრძოლაში უნდა დაიცვას, თუმცა კორონავირუსის გამო ბრძოლის გადადების ალბათობა დიდია.

ამ ეტაპზე დიდ ბრიტანეთში 9 529 ინფიცირებულია, მათგან 465 გარდაიცვალა და 135 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები