ნინო სალუქვაძე -
Aa
Aa

ნინო სალუქვაძე - " ყველანი უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს, რაც საჭიროა"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს გადაწყვეტილებით ზაფხულში გასამართი ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო.

რომ არა კორონოვარუსი ტოკიოში გასამართი წლევანდელი ოლიმპიადა ტყვიის სროლაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის კარიერაში რიგით მე-9 თამაშები იქნებოდა.

ოლიმპიადის გადავადებასთან დაკავშირებით ლეგენდარულმა სპორტსმენმა თავის პოზიცია დააფიქსირა:

ასეთ რამეს არავინ მოელოდა და არც რაიმე გამოცდილება არა აქვს არავის. ამიტომ უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს და ის გავაკეთოთ, რაც საჭიროა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. პირიქით - ვამბობდით, რომ ორი თვით გადადებას აჯობებდა, ერთი წლით გადაედოთ, როცა უსაფრთხოება უფრო უკეთ იქნება დაცული. ისე, მე ისიც სულ მიკვირდა, თამაშები წლეულს რატო დანიშნეს ორი თვით ადრე - წინა ოლიმპიადები დაახლოებით სექტემბრის ბოლოს იყო, ახლა კი ივლისის ბოლოს იწყებოდა. შესაბამისად, ჩვენც მოგვიწია მოსამზადებელი პერიოდის ორი თვით გადმოწევა. ცხადია, ბევრი ხარჯი და ენერგია გავწიეთ იმისთვის, რომ ივლისისთვის შევსულიყავით ფორმაში, მაგრამ ასეთი სიტუაციის ფონზე რას ვიზამთ - ყველანი უნდა დავემორჩილოთ იმ წესებს, რაც საჭიროა.“

ოლიმპიური თამაშების ჩატარება 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იყო დაგეგმილი, ახალი თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადების ისტორიაში პირველად მოხდა, როცა თამაშები გადაიდო. მსოფლიო ომის გამო ერთ-ერთი ოლიმპიადა საერთოდ გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, იაპონიაში კორონავისრუსით 1307 ადამიანი დაინფიცირდა, 45 მათგანი კი გარდაიცვალა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები