Aa
Aa

„აუზზე ფოტოების გადაღებითაა დაკავებული" - იუვეს ექს-პრეზიდენტმა რონალდუ გააკრიტიკა

„იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. ჯილიმ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის შესახებ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა და განაცხადა:

„იუვენტუსში მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში გაფრინდა. რონალდუმ თქვა, რომ სამშობლოში დედამისის გამო გაემგზავრა, მაგრამ ახლა მხოლოდ აუზზე ფოტოების გადაღებითაა დაკავებული.

როცა იუვემ გამონაკლისი დაუშვა და კრიშტიანუს თანხმობა მისცა, ვითარება გართულდა და ქალაქის დატოვება რონალდუს თანაგუნდელებმაც მოისურვეს. არადა ისინი კარანტინში უნდა დარჩენილიყვნენ.

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები ფეხბურთელებმა იტალია რატომ დატოვეს. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მათ ფორმაში ჩადგომა გაუჭირდებათ, რადგან 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ მადეირაზე მარტის დასაწყისში გაემგზავრა. მიზეზი ის გახლდათ, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის დედას ინსულტი დაემართა. COVID-19-ის გავრცელების გამო კრიშტიანუმ სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები