Aa
Aa

"ეს არის, ჩელსიში მივდივარ", - უცნობი ისტორია: რა უთხრა მოურინიომ ფაბრეგასს

სესკ ფაბრეგასს ჟოზე მოურინიოსთან მხოლოდ 1 საუბარი დასჭირდა, რომ 2014 წელს „ჩელსიში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიეღო.

სესკი თვლიდა, რომ „ბარსელონაში“ მისი დრო ამოიწურა და წასვლის დრო იყო. მას 1 კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ „არსენალთან“ მოლაპარაკებები ეწარმოებინა, სანამ რომელიმე სხვა კლუბისგან შეთავაზებას მიიღებდა.

ფაბრეგასმა ლოდინის შემდეგ, „მეთოფეებისგან“ პასუხი ვერ მიიღო, რის შემდეგაც ახალი წინადადებების განხილვა დაიწყო. „იუნაიტედი“ და „სიტი“ მის გადაბირებას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა ესპანელმა „ჩელსის“ ვარიანტი ამჯობიანა.

ესპანელმა ნახევარმცველმა ამის შესახებ უცნობი ისტორია გაიხსენა და Arsecast-თან საუბრისას ასეთი რამ თქვა:

„ერთხელაც, როცა „ბარსელონას“ დატოვებას გადავწყვეტ, „არსენალს“ სხვა გუნდებთან შედარებით 1 კვირა უპირატესობა ექნება, რათა გავიგო უნდათ, თუ არა მათ ჩემი დაბრუნება.

როცა ეს დღე დადგა, ვენგერისგან პასუხი არ ისმოდა. მე მთელი კვირა ველოდი მათ. „არსენალში“ დაბრუნება ჩემი ნომერ პირველი ვარიანტი იყო. ეს გახლდათ ის, რაც მე მინდოდა.

ერთ კვირიანი ლოდინის შემდეგ, მივხვდი რომ ისინი ჩემი დაბრუნებით არ ინტერესდებოდნენ. ამის შემდეგ „მანჩესტერისა“ და „სიტის“ ვარიანტები მქონდა, შემდეგ კი ვისაუბრე მოურინიოსთან, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი.

როდესაც მოურინიოსთან საუბრის შემდეგ ოთახიდან გამოვედი გავიფიქრე - აი ეს არის, მეტად არავისთან დალაპარაკება არ მჭირდება, „ჩელსიში“ მივდივარ.

რაც მან მე მითხრა, როგორი გუნდის შეკვრაც მას უნდოდა, რას ფიქრობდა ჩემზე, როგორ თამაშსაც ჩემგან ითხოვდა, ეს იყო ის, რაც მე მსურდა.

ასევე, ეს იყო ლონდონი და არა მანჩესტერი. ლონდონი ჩემი სახლი იყო.

ვიცოდი, რომ ეს „არსენალთან“ მიმართებაში კარგი ნაბიჯი არ იქნებოდა და მას გამოძახილიც ექნებოდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, „სიტიში“, თუ „იუნაიტედში“, თუმცა მე ინგლისში დაბრუნება და პრემიერლიგაში თამაში მსურდა.

მადლობა ღმერთს, ეს არჩევანი გავაკეთე. იმ 5 წლის განმავლობაში, რომელიც დაბრუნების შემდეგ გავატარე, ინგლისში ყველაფრის მოგება შევძელი. გუნდის ქომაგებთან კი იდეალური ურთიერთობა მქონდა“.

სესკმა მოურინიოსთან ერთად 2014-2015 წლების სეზონში პრემიერლიგის მოგება შეძლო. შემდეგ იყო კონტეს ფორმაციის გუნდი (2019-2017) და ბრწყინვალე სტილში მოგებული კიდევ ერთი პრემიერლიგა. ესპანელმა ასევე FA Cup-ისა (2) და ლიგის თასის მოგებაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები