კორონავირუსი | ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ
Aa
Aa

კორონავირუსი | ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ

კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიოს მსგავსად, ზარალი ფეხბურთმაც ნახა. კლუბებმა ფინანსურად დიდი დარტყმა მიიღეს.

ამ მხრივ გამონაკლისი არც „ბარსელონაა“, რომელმაც ამ მომენტისთვის 160 მილიონი ევრო დაკარგა. ესპანური Sport-ის ცნობით, კლუბი ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მათთან შეთანხმებასაც მიაღწია.

წყაროს ცნობით, მესი, ბუსკეცი, პიკე და რობერტო ბართომეუსთან შეხვედრის შემდეგ ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ.

ჯერ არ სახელდება, თუ რამდენად უმცირდებათ ანაზღაურება „ბარსას“ მოთამაშეებს. ცნობილია, რომ ეს შეეხება მხოლოდ კაცთა პირველ საფეხბურთო გუნდს.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატრანსფერო ბაზარზე კლუბი იმდენს ვეღარ დახარჯავს რამდენსაც 2020 წლის ზაფხულისთვის გეგმავდა, თუმცა ბაზარზე ფეხბურთელთა ფასების კლებაც მოსალოდნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები