სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "როდესაც „ბარსა“ თამაშს განაახლებს, გუნდთან ერთად ვიქნები"

ლუის სუარესი ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს განაგრძობს და როგორც გაირკვა მისი რეაბილიტაციის პერიოდი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს.

სუარესმა Observador-თან საუბრისას ქომაგებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.

ექიმმა მაცნობა, რომ ჩემი რეაბილიტაცია ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობს. როდესაც „ბარსა“ თამაშს განაახლებს, გუნდთან ერთად ვიქნები.

რაც შეეხება კორონავირუსს, წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს. ზოგიერთისთვის შეზღუდვები მისაღებია, ზოგიერთისთვის კი არა.

არამგონია ბევრი რამ შეიცვალოს იმით, რომ ლა ლიგა დღეის ნაცვლად 3 კვირის შემდეგ განახლდება. მთავარია მოედანზე კოვიდ-19-ით დაინფიცირების შიშის გარეშე გავიდეთ“.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის უცნობია, თუ როდის განახლდება სეზონი. თუმცა, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა სავარაუდოდ მაისის მეორე ნახევარში ჩემპიონატები განახლდება და მათი დასრულება ივნისის ბოლოსთვის იგეგმება.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი კორონავირუსის გავრცელებაზე და მის კონტროლზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები