Aa
Aa

"ჰარუ ბაშო" | ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება

„ჰარუ ბაშოს“ მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა იუტაკაიამა იყო. ლევანმა ბრძოლა კატასუკაშის ილეთით მოიგო.

„ტოჩიმ“ ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო და ერთ მომენტში მარცხთან ახლოსაც იყო, თუმცა თავი შეიმაგრა, რის შემდეგაც მეტოქის ძირს დაგდება არ გასჭირვებია.

ლევანს ხსენებული მეტოქე დღემდე მხოლოდ ორჯერ შეხვდა. ორივეჯერ 2018 წელს და ორივე ბრძოლა ქართველის სასარგებლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი მე-13 დღეს, მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა. ქართველს ბალანსი 5:7-ზე ჰქონდა და "კაჩი-კოშისთვის" დარჩენილი ყველა ბრძოლის მოგება მართებდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და დადებითი ბალანსის დაფიქსირების ბოლო შანსიც დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები