აზიდვები ზურგზე 3 ბავშვით - შენგელია სახლში ასე ვარჯიშობს
Aa
Aa

აზიდვები ზურგზე 3 ბავშვით - შენგელია სახლში ასე ვარჯიშობს

მსოფლიო პანდემიის გამო, ესპანეთის საკალათბურთო ლიგა შეჩერებულია. „ბასკონიასა“ და ეროვნული ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია ესპანეთში იმყოფება და ვარჯიშს სახლში აგრძლებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი კალათბურთელი აზიდვებს შვილებთან ერთად აკეთებს. ვიდეო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის - Liga Endesa-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ჩატარებული 23 ტურის შემდეგ “ბასკონია“ სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. როდის გაგრძლედება ჩემპიონატი, ჯერჯერობით, უცნობია.

დღევანდელი მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 18 077 ადამიანი დაინფიცირდა - მათგან 831 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები