''ბარსას'' მხრიდან ინტერესი ბონუსად ჩავთვალე'' - იედერი ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებას იხსენებს
Aa
Aa

''ბარსას'' მხრიდან ინტერესი ბონუსად ჩავთვალე'' - იედერი ესპანურ გრანდთან მოლაპარაკებას იხსენებს

ფრანგული ''მონაკოს'' 29 წლის ფორვარდი ვისამ ბენ იედერი ''ბარსელონასთან'' მოლაპარაკებას იხსენებს. საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელი onzemondial-ს ესაუბრა.

2018-19 წლების სეზონში შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ იედერის გადაბირებით არაერთი გუნდი დაინტერესდა, მათ შორის ''მანჩესტერ იუნაიტედი'' იყო, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა ''მონაკოსთან'' ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ ''სევილიამ'' 40 მილიონი ევრო მიიღო, მაგრამ გასულ ზამთარში იედერს ლა ლიგაში დაბრუნების შესანიშნავი შანსი გაუჩნდა.

''ბარსელონას'' მხრიდან ინტერესი გასულ ზაფხულში გაჩნდა, ესპანურმა კლუბმა ჩემს შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე მიიღო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. შემდგომში ''ბარსელონა'' ჩემი გადაბირებით კიდევ ერთხელ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაინტერესდა, მაგრამ გარიგება არც ამჯერად შედგა.

ის ფაქტი, რომ ''ბარსა'' ჩემით კიდევ ერთხელ დაინტერესდა, ნიშნავს, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ და ყოველ ვარჯიშსა თუ თამაშს პროფესიონალურად ვუდგები.

''ბარსას'' მხრიდან დაინტერესება პლუსად ჩავთალე, ეს ბონუსი იყო.''

გასულ სეზონში ბენ იედერმა ლა ლიგაში ''სევილიას'' მაისურით 18 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას იედერი და მბაპე 18-18 გოლით ლიდერობენ.

 ამ ეტაპზე კორონავირუსის გამო საფრანგეთის ლიგა 1-ის გათამაშება შეჩერებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები