თანადგომა ინფიცირებულ თანაგუნდელებს - პოგბას და ლინდელოფის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

თანადგომა ინფიცირებულ თანაგუნდელებს - პოგბას და ლინდელოფის ღირსეული ჟესტი

''მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველმა პოლ პოგბამ instagram-ზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ფეხბურთელი ''იუვენტუსის'' ნახევარმცველის, ბლეზ მატუიდის მაისურით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

''PP არენა ღიაა 24/7-ზე'' - ხუმრობით აღნიშნავს პოლ პოგბა.

პოგბა უერთდება კამპანიას ''დარჩი სახლში'' და ყველას მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ. ასევე, ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მატუიდის მაისურის ჩაცმით მას თანადგომას უცხადებს. პოგბასთან ერთად ვიქტორ ლინდელოფი ალბინ ეკდალის მაისურით ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, მატუიდისა და ეკდალს კორონავირუსი დაუდგინდათ. მატუიდი და პოგბა ტურინულ კლუბში თანაგუნდელები იყვნენ, ამავდროულად საფრანგეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობენ, ხოლო ლინდელოფი და ეკდალი შვედეთის ეროვნულ გუნდში გამოდიან.

View this post on Instagram

???????? Supporting our Juventus and Sampdoria friends @blaisematuidiofficiel, @albinekdal and all athletes and people around the world who are facing this difficult moment.⠀ ⠀ Be strong, #StayAtHome and be safe ????????!⠀⠀ ⠀ New training camp is called ...⠀⠀ Quarantine PP Arena, open 24/7! ????????‍♂⠀⠀ Having fun working at home ???? with my brother @victorlindelof!⠀⠀ ⠀⠀ (I know the cheeky ones will talk about the Juventus jersey ???? I'm just supporting my friends ... that's all, nothing more ????).⠀ ⠀ ⠀ ???????? A sostegno degli amici di Juventus e Sampdoria @blaisematuidiofficiel e @albinekdal e di tutti gli atleti e le persone del mondo⠀ ⠀ Siate forti, #StayAtHome e fate attenzione ????????⠀ ⠀ Il nuovo campo di allenamento si chiama… ⠀ Quarantena PP Arena, aperto 24 ore su 24 ????????‍♀⠀ Mi diverto ad allenarmi a casa ???? con il mio amico @victorlindelof!⠀ ⠀ (So che qualche malizioso parlerà del fatto che indosso la maglia della Juventus ????, ma lo faccio solo per dare un segno di supporto al mio amico, non c’è nessun’altra ragione ????).

A post shared by Paul Labile Pogba (@paulpogba) on Mar 18, 2020 at 9:14am PDT

შეგახსენებთ, პოლ პოგბა ''იუვენტუსში'' 2012-16 წლებში ასპარეზობდა და ტურინულ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა.

ბრიტანული მედიის ცნობით მსოფლიოს ჩემპიონმა შესაძლოა 2020 წლის ზაფხულში ''ოლდ ტრაფორდი'' დატოვოს. Sun-ის ცნობით ზაფხულში ფრანგისა და ინგლისური გრანდის გზები გაიყოფა და პოგბა მეორედ დაემშვიდობება მანჩესტერულ კლუბს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები