Aa
Aa

"თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ - ფეხმძიმედ ვარ და ძალიან მეშინია" - რუგანის მეგობარი გოგონას ვიდეომიმართვა

დანიელე რუგანის მეგობარმა გოგონამ, მიკელა პერსიკომ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. როგორც ვიცით, პერსიკოც კორონავირუსითაა დაინფიცირებული, ვიდეოს მეშვეობით კი საზოგადოებას შეატყობინა, რომ ფეხმძიმედაა და ძალიან ეშინია.

„მე ფეხმძიმედ ვარ და ახლა რა მოხდება? ამაზე საუბარი არ მსურდა, მაგრამ მინდა ვიცოდე, რა მოხდება. იმედი მაქვს, ვირუსი ფეხმძიმობაზე გავლენას არ მოახდენს. ექიმებმა დამარწმუნეს, რომ ამის გამო არანაირი პრობლემა არ იქნება, მაგრამ თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინეთ - უსაზღვროდ მეშინია.

ვგეგმავდით, რომ ჩემი ფეხმძიმობის შესახებ გამოგვეცხადებინა და ეს სასიხარულო მომენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ცხოვრებამ დაგვაღალატა. რას ვიზამთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ფეხზე წამოდგომას შევძლებთ“.

„იუვენტუსის“ მცველი და მისი მეგობარი გოგონა კვირაზე მეტია ერთობლივ კარანტინში იმყოფებიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პერსიკო ფეხმძიმობის მე-4 თვეშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები