„მესისთვის ერთხელ მაინც უნდა ჩაგვერტყა
Aa
Aa

„მესისთვის ერთხელ მაინც უნდა ჩაგვერტყა" - ფელიპე მელოს აღიარება

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ფელიპე მელომ ლიონელ მესის შესახებ საინტერესო ამბავი გაიხსენა. მელოს თქმით, როცა ბრაზილიის ნაკრები არგენტინას ეთამაშებოდა, „სელესაოს“ ფეხბურთელები „ლა პულგას“ წინააღმდეგ რიგრიგობით, განზრახ უხეშობდნენ.

„მესი უნიკალური ფეხბურთელია. როცა მის წინააღმდეგ ვთამაშობდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ თითოეულ ჩვენგანს მესისთვის ფეხებში ერთხელ მაინც უნდა ჩაერტყა და მატჩის მიმდინარეობისას როტაციისთვის მიგვემართა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, მისი მეურვეობა ურთულესი გახდებოდა.

ჩვენ მესისთვის ტრავმის მიყენება არ გვინდოდა. უბრალოდ გვსურდა ლეო სათამაშო რიტმიდან ამოგვეგდო და მისთვის მოედანზე ყოფნა კომფორტული არ ყოფილიყო".

მელომ მესისა და რონალდუს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „მესი კრიშტიანუზე მაღლა დგას. რონალდუს შეუძლია ხუთი გოლი გაიტანოს. მესის კი შეუძლია 5 ბურთი შეაგდოს და პარალელურად თანაგუნდელებსაც გაატანინოს. ლეო უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები