Aa
Aa

ოშიდაში! - ტოჩინოშინმა "ჰარუ ბაშოზე" მე-4 ბრძოლა მოიგო!

ლევან გორგაძემ "ჰარუ ბაშოზე" მე-10 ორთაბრძოლა გამართა და მე-8 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდა. იაპონელმა ბაშო ცუდად დაიწყო და საწყისი 9-დან 7 ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა, ქართველის ბალანსი კი 3:6-ზე გახლდათ.

მეტოქეები ერთმანეთს მეოცედ ხვდებოდნენ - ტოჩინოშინი 13:6-ს იგებდა. კონკრეტულად დღესაც უპირატესობა გორგაძის მხარეს იყო, რომელმაც მოწინააღმდეგეს ოშიდაშის ილეთით მოუგო.

შედეგად, "ტოჩიმ" მიმდინარე ბაშოზე მე-4 გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსისთვის ბრძოლას აგრძელებს. მას "კაჩი-კოშისთვის" დარჩენილი 5-დან 4 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ლევანი "ჰარუ ბაშოს" მე-11 დღეს კაგაიაკის შეხვდება, რომელიც წოდებით მე-6 მაეგაშირაა, მიმდინარე გათამაშებაზე კი 10-დან 6 ბრძოლაში გაიმარჯვა. ქართველი მას ურთიერთდაპირისპირებებში 4:0-ს ამარცხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები