უცნაური ისტორია - „რკინის მაიკი
Aa
Aa

უცნაური ისტორია - „რკინის მაიკი", მტრედი და ნოკაუტში ჩაგდებული მეეზოვე

ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა თავისი ბავშვობიდან საინტერესო ისტორია გაიხსენა. „რკინის მაიკის“ თქმით, მან ერთხელ მეეზოვე მას შემდეგ დაანოკაუტა, რაც ამ უკანასკნელმა ტაისონის მკვდარი მტრედი ნაგვის მანქანაში ჩააგდო.

„რკინის მაიკმა“ World Boxing Council-თან ისაუბრა და განაცხადა: „10 წლის ვიყავი, როცა ერთ დღეს გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი საყვარელი მტრედი, სახელად ჯულიუსი მკვდარი იყო. განადგურებული ვიყავი და გადავწყვიტე მისთვის განკუთვნილი ხის ყუთისგან ბიტა გამეკეთებინა და ჯულიუსისთვის პატივი ასე მიმეგო.

ხის ყუთში მოთავსებული ჯულიუსი სახლის წინ, კიბეებთან დავტოვე და სახლში შევბრუნდი, რათა რაღაც ამეღო. როცა გამოვედი, დავინახე, რომ მეეზოვემ ყუთი ნაგვის მანქანაში ჩააგდო (ე.წ Crusher-ში, რომელსაც მატერიალების დასანაწილებლად იყენებენ). მაშინვე მასთან მივვარდი და მარჯვენა ხელით დავანოკაუტე“.

ტაისონმა კიდევ ერთი ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთხელ ბიჭმა, რომელთანაც დაპირისპირება მოუვიდა, მის მტრედს თავი მოაგლიჯა. მაშინ 10 წლის მაიკმა „რკინის რკინის" საფირმო დარტყმა პირველად გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები