ჰენკა - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი
Aa
Aa

ჰენკა - ტოჩინოშინის მე-6 მარცხი "ჰარუ ბაშოზე"

„ჰარუ ბაშოზე“ ტოჩინოშინის მეტოქე მე-9 დღეს მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ იყო, რომელსაც „ტოჩი“ 24-ჯერ დაუპირისპირდა და ამ ბრძოლამდე სრული თანაფარდობა გახლდათ - 12 მოგება, 12 მარცხის წინააღმდეგ.

ბრძოლის სტარტზე მიოგირიუმ სუმოში არც ისე პოპულარული ილეთი ჰენკა გამოიყენა და ლევანთან სასტარტო შეჯახებას თავი მაქსიმალურად აარიდა, რის შემდეგაც გამარჯვება არ გასჭირვებია. ცნობისთვის, მიმდინარე ბაშოზე ქართველი სუმოტორის წინააღმდეგ ჰენკა მეორედ გამოიყენეს, რაც არც ისე ხშირად ხდება.

მე-10 დღეს ქართველი რიკიშის მეტოქე მე-8 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელიც მიმდინარე ტურნირზე საკმაოდ ცუდად ასპარეზობს. მის ანგარიშზე 2 გამარჯვება და 7 მარცხია.

ლევანი მას ჯამში 19-ჯერ დაუპირისპირდა და 13-ჯერ დაამარცხა. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ბოლო 3 ბრძოლიდან შოჰოზანმა სამივე მოიგო.

შეგახსენებთ, რომ „ჰარუ ბაშოზე“ 15 მარტს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკის კოვიდ-19 აღმოაჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები