Aa
Aa

იუვენტუსი რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

„იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. პორტუგალიელ ფეხბურთელს „ბიანკონერისთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, „იუვეში“ კი აპირებენ რონალდუ 2024 წლამდე გაიფორმონ. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

იტალიური გამოცემის მიხედვით, „ბებერი ქალბატონის“ მესვეურებს არ სურთ საკვანძო ფეხბურთელი დაკარგონ. ტურინული გრანდის ხელმძღვანელები თვლიან, რომ კრიშტიანუს გადაწყვეტილებაზე გავლენას გუნდის მიერ მიღწეული შედეგი მოახდენს და არა მისთვის შეთავაზებული ხელფასის ოდენობა.

რონალდუ 35 წლისაა, მაგრამ „იუვენტუსში“ მასზე მაინც დიდ იმედებს ამყარებენ. „იუვეში“ მიაჩნიათ, რომ კრიშტიანუსთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვთ, მაგრამ შემადგენლობას გაძლიერებაზე მაინც მუშაობენ.

Tuttosport-ის ცნობით, „ბებერ ქალბატონს“ თავდამსხმელის გადაბირება სურს, რომელიც გოლების გატანასთან ერთად, რონალდუს უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს. იტალიური გამოცემის მიხედვით, ტურინელთა სიის სათავეში ჰარი კეინი დგას, თუმცა „ბიანკონერი“ მაურო იკარდის, გაბრიელ ჟეზუშსა და ტიმო ვერნერსაც აკვირდება.

მსგავსი სიახლეები