Aa Aa
15 მარტი 2020  |  12:09

გობერთან თამაშის შემდეგ დაინფიცირდა - კორონავირუსის მე-3 შემთხვევა NBA-ში

imgbanner

რუდი გობერისა და დონოვან მიჩელის შემდეგ, კორონავირუსი NBA-ს კიდევ ერთ მოთამაშეს დაუფიქსირდა. საუბარია „დეტროიტის“ ფორვარდ კრისტიან ვუდზე.

CBC-ის ცნობით, ვუდმა გობერის წინააღმდეგ ითამაშა და დიდი ალბათობით ვირუსი სწორედ ამის შემდეგ გადაედო. „დეტროიტისა“ და „იუტას“ შეხვედრა 1 კვირის წინ შედგა, ტესტმა კი დადებითი პასუხი დღეს აჩვენა.

ვუდი გობერის წინააღმდეგ, მიჩელიც იქვეა

როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსი აღმოაჩნდა მადრიდის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის წევრს ტრეი ტომპკინსაც, რომლის თანაგუნდელები და კლუბის პერსონალი ამჟამად სრულ იზოლაციაშია.

შეგახსენებთ, რომ NBA გაურკვეველი ვადით გახლავთ შეჩერებული, ისევე როგორც სპორტის თითქმის ყველა სახეობა მსოფლიოში.

ამ მომენტისთვის აშშ-ში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსი კი რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები