შიტატედაშინაგე - ტოჩინოშინის მიჯრით მეორე ეფექტური გამარჯვება!
Aa
Aa

შიტატედაშინაგე - ტოჩინოშინის მიჯრით მეორე ეფექტური გამარჯვება!

„ჰარუ ბაშოს“ მე-8 დღეს ქართველი გოლიათის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტამავაში იყო, რომელიც შიტატედაშინაგეს ილეთით სძლია.

ბრძოლა ცუპარებით დაიწყო, შემდეგ ორივე რიკიში ახლო კონტაქტში შევიდა, ტამავაშიმ ლევანი დაიქნია და თითქმის დაამარცხა კიდეც, თუმცა „ტოჩიმ“ ცალ ფეხზე თავი შეიმაგრა და შეტევაზე გადავიდა, საბოლოოდ მისი მორიგი ეფექტური გდება ვიხილეთ.

მონღოლს ამ ბრძოლამდე ბალანსი 5 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა. ტოჩინოშინი მას ჯამში 25-ჯერ შეხვდა და 17-ჯერ დაამარცხა, თუმცა ბოლო დროს მონღოლთან შერკინება ლევანს დიდ პრობლემებს უქმნის.

ლევან გორგაძის მეტოქე მე-9 დღეს მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელსაც „ტოჩი“ 24-ჯერ დაუპირისპირდა და ამჟამად სრული თანაფარდობაა - 12 მოგება, 12 მარცხის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები