Aa Aa
14 მარტი 2020  |  12:15

დაძაბული და სანახაობრივი ბრძოლა ტოჩინოშინის ეფექტური გამარჯვებით!

„ჰარუ ბაშოს“ მე-5 დღეს ლევან გორგაძემ მე-2 გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელიც ლევანმა უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. ბრძოლა დაძაბული და ეფექტური გამოდგა. ქართველი სეკიტორი მარცხთან ახლოს იყო, თუმცა დოჰიოზე ვითარება ყოველ წამს იცვლებოდა. საბოლოოდ, ორივე მებრძოლს ორმაგი მავაში ჰქონდა აღებული, რაც „ტოჩის“ ეფექტური გდებით დასრულდა.

ამრიგად, ლევან გორგაძეს ამჟამინდელი ბალანსი 2-5-თთან არის. მე-8 დღეს ქართველი გოლიათის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც ამჟამად 5 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

ტოჩინოშინი ტამავაშის ჯამში 25-ჯერ შეხვდა და 17-ჯერ დაამარცხა, თუმცა ბოლო დროს მონღოლთან შერკინება ლევანს დიდ პრობლემებს უქმნის.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები