ძაგნიძე ჩემპიონია - ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა
Aa
Aa

ძაგნიძე ჩემპიონია - ქართველმა მოჭადრაკემ გამარჯვება ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა

მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე, ლოზანაში გამართული მსოფლიო ქალთა გრან პრის მესამე ეტაპის გამარჯებული გახდა.

ქართული ჭადრაკის ლიდერმა, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებით დაკომპლექტებული ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.

ნანა ძაგნაძემ წარმატების შემტეგ სოციალურ ქსელში მიმართვა გააკეთა და წარმატება ამირან გამყრელიძეს მიუძღვნა.

გრან პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით, ადამიანს ადამიანთა შორის, ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელიც ყოველთვის გვერდით მედგა ჩემთვის მძიმე წუთებში. სამი კვირის წინ ჩემმა ჩინელმა კოლეგებმა მთხოვეს, ჩამეწერა მათთვის გასამხნევებელი ვიდეო. მათ მიაღწიეს წარმატებას და იმედია, ჩვენც ერთად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ძაგნიძემ

ნანა ძაგნიძემ სატურნირო პირველობისათვის გადამწყვეტ პარტიაში რუსეთის წარმომადგენელს, ალექსანდრა გორიაჩკინას დაუპირისპირდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები