კორონავირუსი - NBA-ის შემდეგ, ევროლიგის სეზონი შეაჩერეს
Aa
Aa

კორონავირუსი - NBA-ის შემდეგ, ევროლიგის სეზონი შეაჩერეს

Euroleague Basketball-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ევროლიგისა და ევროთასის მიმდინარე სეზონების შეჩერება გადაწყვიტა.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტურნირის შეუფერხებლად გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ჩვენი მიზანია მონაწილეებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და ამიტომ კლუბებთან შეთანხმების შემდეგ, გადავწყვიტეთ ევროლიგის, ევროთასისა და Euroleague Basketball Adidas Next Generation Tournament 2019-20 წლების სეზონები გაურკვეველი ვადით შევაჩეროთ“.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგაში თორნიკე შენგელია ასპარეზობს. ქართველი კალათბურთელის „ბასკონიას“ მორიგი შეხვედრა დღეს, „მაკაბის“ წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ მატჩი გასაგებ მიზეზთა გამო გადაიდო.

ესპანური პრესის ცნობით, ევროლიგისგან სეზონის შეჩერება ევროლიგის კალათბურთელთა ასოციაციამ მოითხოვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები