საქართველო-რუსეთის დაპირისპირება უმაყურებლოდ გაიმართება
Aa
Aa

საქართველო-რუსეთის დაპირისპირება უმაყურებლოდ გაიმართება

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადების მიხედვით კორონავირუსის გამო საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება მაყურებელთა გარეშე ჩატარდება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:''ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის.''

შეგახსენებთ, გუშინ, 11 მარტს რაგბის კავშირმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით მატჩის მაყურებელთა გარეშე ჩატარება არ იგეგმებოდა, თუმცა დღეს სხვა შინაარსის ინფორმაცია გაავრცელეს.გუშინდელი განცხადება ასეთი იყო: “ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ შექმნილი ვითარების გათალისწინებით, ღია სივრცეზე (ღია სტადიონი) რაიმე სახის შეზღუდვის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან არ არის.

ვინც უკვე შეიძინეთ ბილეთები და აპირებთ სტადიონზე მოსვლას გთხოვთ, ყველამ ერთად გავითვალისწინოთ და დავიცვათ სახელმწიფოში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული ჰიგიენური და პრევენციული რეკომენდაციები”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები