Marca: ანდრე გომეშის შეძენის ყველაზე დიდი შანსი "რეალს" აქვს...
მადრიდული გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, "რეალი", "ვალენსიას" პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის სატრანსფერო საგაში, ფავორიტია.
წყაროს ცნობით, მადრიდელთა ხელმძღვანელები, გომეშის ამჟამინდელი კლუბთან მოლაპარაკებებს მართავენ და საქმე დღითი დღე წინ მიდის.
ცნობილია, რომ "ღამურები" ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვენ, "ბლანკოსის" მესვეურები კი, ფასის დაკლებას ცდილობენ და ამ ეტაპზე, გომეშის ტრანსფერში 50 მილიონ ევროს იხდიან.
შექმნილი სიტუაციის მიხედვით, Marca წერს, რომ "ბარსელონასთან", "იუვენტუსთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან", "პსჟ"-სა და "ჩელსისთან", შედარებით, "რეალს" ვალენსიელებთან გაცილებით ინტენსიური კონტაქტი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელის გადაბირების უკეთესი შანსიც, მას აქვს.
22 წლის ანდრე გომეში "ბენფიკას" სკოლის აღზრდილია, "ვალენსიაში" კი 2014 წლიდან თამაშობს.
მომზადებულია skysports.com-ის მიხედვით