კორონავირუსი - სამიდან ორი: ბარსელონა VS ნაპოლი შესაძლოა გადაიდოს
Aa
Aa

კორონავირუსი - სამიდან ორი: ბარსელონა VS ნაპოლი შესაძლოა გადაიდოს

3 მარტს ესპანეთმა იტალიიდან ავიარეისების მიღებაზე უარი განაცხადა, რაც რა თქმა უნდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მოხდა.

ამ ყველაფრის გამო ევროპა ლიგაზე გასამართი მატჩები „სევილია“ – „რომა“ და „ინტერი“ – „ხეტაფე“ გადაიდო.

როგოროც მოგეხსენებათ იტალია წითელ ზონად არის გამოცხადებული. ქვეყანაში მხოლოდ სპეციალური რეისები სრულდება, თუმცა ესპანეთის უარის შემდეგ „რომა“ ანდალუსიაში ვეღარ გაფრინდა, ამის გამო კი UEFA-მ შეხვედრა გადადო.

დღეს დილიდანვე ცნობილი იყო, რომ „ხეტაფე“ იტალიაში გაფრენას არ აპირებდა, ამის წინააღმდეგი პირადად კლუბის პრეზიდენტი იყო. UEFA-მ ამ მატჩის გადადებაც გადაწყვიტა.

ახლა რიგი „ბარსელონა“ – „ნაპოლის“ შეხვედრაზეა. ევროპის მასშტაბით ერთმანეთში მატჩებს სწორედ ეს 3 ესპანურ-იტალიური წყვილი მართავს.

დიდი შანსია იმის, რომ „ნაპოლიმ“ კატალონიაში ჩაფრენა ვერ მოახერხოს, რასაც ასევე ამ დაპირისპირების გადადებაც მოჰყვება.

ხსენებული მატჩი 18 მარტს არის ჩანიშნული და თუ იქამდე სიტუაცია მკვეთრად არ გამოსწორდა, დიდი შანსია ეს შეხვედრაც ჩაიშალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები