თანხების დაბრუნება დაიწყო - ინდიან უელსის მასტერსი არ ჩატარდება
Aa
Aa

თანხების დაბრუნება დაიწყო - ინდიან უელსის მასტერსი არ ჩატარდება

მსოფლიო ჩოგბურთში ერთ-ერთი მასშტაბური და გამორჩეული ტურნირის, ინდიან უელსის მასტერსის წლევანდელი გათამაშება არ ჩატარდება.

როგორც ATP-ის ოფიციალურ საიტზე გვამცნობენ, კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, გათამაშების გამართვა შეუძლებელია და ორგანიზატორებს თანხის დაბრუნება მოუწევთ.

ყველა იმ ადამიანს, ვისაც ტურნირის ბილეთები ან აბონიმენტი ნაყიდი ჰქონდა, თანხა სრულად აუნაზღაურდება.

ინდიან უელსის მასტერსი 12 მარტს უნდა დაწყებულიყო, მისი დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი მაიამის მასტერსია გახლდათ ჩანიშნული, რომელთან დაკავშირებითაც ჯერჯერობით მსგავსი სახის ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები