ხელის ჩამორთმევა აიკრძალა - უეფა-მ რჩევა გაითვალისწინა
Aa
Aa

ხელის ჩამორთმევა აიკრძალა - უეფა-მ რჩევა გაითვალისწინა

უეფა-მ კორონავირუსის (COVID-19) პრევენციის მიზნით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მატჩისწინა პროტოკოლის ერთ-ერთი ნაწილი შეცვალა.

კერძოდ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელები ერთმანეთსა და მსაჯებს ხელის ჩამორთმევით აღარ მიესალმებიან. აღნიშნული წესი უეფა-ს ეგიდით გასამართ ყველა მატჩზე გავრცელდება.

როგორც უეფა-ს საიტზე ვკითხულობთ, გათვალისწინებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია.

აღნიშნული ცვლილება ძალაში ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი დღიდან შევა და იქამდე მანამდე იმოქმედებს, სანამ უეფა მის გაუქმების შესახებ არ გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები