Aa
Aa

ქალთა კვირა: მონტერეიში - სვიტოლინა, ლიონში - კენინი

მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, ელინა სვიტოლინამ მონტერეის ტურნირი მოიგო და 2020 წელს პირველი ტიტული მოიპოვა.

უკრაინელმა ფინალამდე იოლად, სეტის წაგების გარეშე გააღწია, გადამწყვეტ მატჩში კი ჩეხ მარიე ბუზკოვასთან 3-საათიანი ბრძოლის გადატანა მოუწია. საბოლოოდ, 7:5; 4:6; 6:4 გაიმარჯვა და კარიერაში მე-14 ტიტული დაისაკუთრა.

ელინა სვიტოლინამ, მონტერეიში გამარჯვებით, დამატებით 280 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რამაც დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში მე-5 ადგილამდე დაწინაურების საშუალება მისცა.

 რაც შეეხება ბუზკოვას, მისთვის კარიერაში პირველი ფინალი იყო. 21 წლის ჩეხმა მსოფლიო რეიტინგის 47-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც კარიერის ახალი რეკორდია.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, უკვე ლიონის ტურნირზე გაიმარჯვა სოფია კენინმა. კენინი გათამაშებას 3-მატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა, ლიონში კი 5-დან 4 შეხვედრაში სეტი დათმო.

მათ შორის, ფინალური დაპირისპირებისას, რომელშიც კენინმა გერმანელ ანა-ლენა ფრიდსამს 3 სეტში - 6:2; 4:6; 6:4 აჯობა.

ახალგაზრდა ამერიკელმა კარიერაში მე-5 ტიტული მოიგო. იგი დღეიდან მსოფლიოს მე-4 ჩოგანია, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები