კურასაოს ისტორიული გოლი - გერმანიამ მარტივად გაიმარჯვა
Aa
Aa

კურასაოს ისტორიული გოლი - გერმანიამ მარტივად გაიმარჯვა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანიის ნაკრები კურასაოს დაუპირისპირდა და 7:1 გაანადგურა.

მთელი მატჩის განმავლობაში ბუნდეს ნაკრები უპირატესობას ფლობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, კურასაომ ისტორიული გოლის გატანა და წონასწორობის აღდგენა შეძლო. თავი კომენესიამ გამოიჩინა, გერმანია კი ნმეჩამ დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ, ნაგელსმანის შეგირდები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ. ამ ყველაფერმა შედეგი 38-ე წუთზე გამოიღო, როდესაც შლოტერბეკმა თავური დარტყმით გერმანია დააწინაურა. ტაიმის მიწურულს კი ჰავერცმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

მეორე ნახევარში სიტუაცია არ შეცვლილა. 47-ე წუთზე გოლის გატანა ჯამალ მუსიალამ მოახერხა. 68-ე წუთზე თავისი გოლი ბრაუნმაც გაიტანა. მას კი უნდავიმ უპასუხა და 6:1 დააფიქსირა. დღევანდელ მატჩში ბოლო გოლი ჰავერცის ანგარიშზეა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფში კიდევ 2 მატჩს გამართავს. 20 ივნისს ნაგელსმანის გუნდი კოტ’დ-იუვარს დაუპირისპირდება, ხოლო 25 ივნისს ეკვადორს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები