“ძალიან კმაყოფილი ვარ“ - ნაგელსმანი კურასაოს დამარცხების შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანიის ნაკრები კურასაოს დაუპირისპირდა და 7:1 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბუნდეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მცირე კომენტარი გააკეთა.
ნაგელსმანი:
„გაშვებული გოლის შემდეგ, თამაშში დასაბრუნებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა. დამერწმუნეთ, კურასაოსაც შეუძლია კარგი ფეხბურთი თამაში, რაც დღეს ნათლად გამოჩნდა.
საინტერესო იქნება, როგორ იასპარეზებენ ისინი ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩებში. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ შვიდი გოლი გავიტანეთ და მთლიანობაში ჩვენი თამაშიც მომეწონა.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგებით დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ ეს შევძელით.“
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფში კიდევ 2 მატჩს გამართავს. 20 ივნისს ნაგელსმანის გუნდი კოტ’დ-იუვარს დაუპირისპირდება, ხოლო 25 ივნისს ეკვადორს.